კულტურული განსხვავებები და მოლაპარაკება


კულტურულ განსხვავებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მოლაპარაკების პროცესზე. ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად და მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმართვისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ მეორე მხარის კულტურული თავისებურებები. შეუძლებელია ზედმიწევნით ზუსტად შევისწავლოთ განსხვავებული კულტურა, ან წინასწარ ის განვსაზღვროთ რამდენად შეიძლება გავავრცელოთ კონკრეტულად ამ ადამიანზე ყველა ის თავისებურებები, ღირებულებები თუ ჩვევები, რაც ზოგადად დამახასიათებელია მისი კულტურისათვის; მთავარია შეუმჩნეველი არ დაგვრჩეს ის ძირითადი ასპექტები რაც ჩვენსა და მეორე მხარის კულტურას განასხვავებს და ურთიერთობისას ეს განსხვავება გავითვალისწინოთ. 

ძველი ლათინური გამოთქმა გვეუბნება: "რომში ისე მოიქეცი, როგორც რომაელები იქცევიან". ვფიქრობ ეს გამონათქვამი სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ. არ არის აუცილებელი სრულებით შევითვისოთ იმ უცხო ქვეყნის ტრადიციები და კულტურული თავისებურებანი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება ან რომლის მოქალაქეებთანაც გვაკავშირებს საქმიანი თუ პირადი ურთიერთობა, უბრალოდ უნდა შევეცადოთ დავინახოთ ის განსხვავებები რომლებიც არსებობს და პატივი ვცეთ მათ.

მიმოვიხილოთ საყოველთაოდ ცნობილი კულტურული განსხვავებები:

მაღალი და დაბალი კონტექსტის კულტურები

ანთროპოლოგი ედვარდ ჰოლის თეორია მაღალი და დაბალი კონტექსტის კულტურების შესახებ გვეხმარება უკეთ გავიაზროთ კომუნიკაციაზე კულტურების ძლიერი გავლენა.

მაღალი კონტექსტის კულტურები (მოიცავს აზიას აფრიკას და სამხრეთ ამერიკას) არის ურთიერთობებზე დაფუძნებული, კოლექტიური. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კულტურის ხალხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური ურთიერთობები. ნებისმიერი ბიზნეს ტრანზაქციისათვის მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ნდობის ჩამოყალიბება. ჰოლის თანახმად ასეთი კულტურები არის კოლექტიური, სადაც ჯგუფურ ჰარმონიასა და კონსენსუსს უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ მიღწევებთან მიმართებით. ამასთან ამ კულტურის ხალხს მეტად მართავს ინტუიცია და გრძნობები, ვიდრე რაიმე კონკრეტული მიზნები. გამოთქმულ სიტყვებზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ნათქვამის კონტექსტს, რომელიც თავის თავში მოიცავს საუბრის ტონს, სახის გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას, პოზას და მოსაუბრის ოჯახის წარმომავლობასა და მის სტატუსსაც კი. იაპონელმა მენეჯერმა შემდეგნაირად აუხსნა ამერიკელს თავისი კულტურის კომუნიკაციის სტილი: „ჩვენ ერთგვაროვანი ხალხი ვართ და არ გვჭირდება ვილაპარაკოთ იმდენი რამდენსაც აქ ამერიკაში ლაპარაკობთ. როდესაც ჩვენ ვამბობდ ერთ სიტყვას ვიგებთ ათს, თქვენ კი ათი უნდა თქვათ, რომ ერთი სიტყვა მაინც გაიგოთ“. მაღალი კონტექსტის კომუნიკაცია მიდრეკილია ფორმალურობისა და არაპირდაპირობისკენ. დამახასიათებელია თავაზიანი მიმართვები, თავმდაბლობა და გულმოდგინე ბოდიშები.

რაც შეეხება დაბალი კონტექსტის კულტურებს (მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას და დასავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილს), მათ ახასიათებთ ლოგიკურობა, სწორხაზოვნება, ინდივიდუალურობა და მოქმედებაზე ორიენტირებულობა. დაბალი კონტექსტის კულტურის ხალხი აფასებს ლოგიკას, ფაქტებსა და პირდაპირობას. მათთვის პრობლემის გადაჭრა ნიშნავს მასთან დაკავშირებული ფაქტების ჩამოწერასა და მათ სათითაო შეფასებას. გადაწყვეტილებები ეფუძნება ფაქტებს და არა ინტუიციას. დისკუსია მთავრდება ქმედებით. არსებობს მოლოდინი, რომ მხარე იქნება პირდაპირი, ლაკონური და ქმედითი. ისინი მიდრეკილნი არიან გამოიყენონ ზუსტი სიტყვები და მოელიან რომ ისინი აღქმული იქნება სიტყვასიტყვით. მოლაპარაკებებს შედეგად მოსდევს დეტალებში გაწერილი კონტრაქტები. აღნიშნულისაგან განსხვავებით მაღალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელი ნაკლებად არის დამოკიდებული სიტყვების სიზუსტესა და იურიდიულ დოკუმენტებზე. შეიძლება ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზება მათ მიმართ უნდობლობადაც აღიქვან და ამით თავი შეურაცჰყოფილადაც იგრძნონ.

მონოქრონული და პოლიქრონული კულტურები

განასხვავებენ მონოქრონულ და პოლიქრონულ კულტურებს. მონოქრონული კულტურებისათვის დამახასიათებელია ერთ ჯერზე ერთი საქმის კეთება. მიყვებიან თავის წინასწარ გაწერილ წესრიგსა და გრაფიკს. მათ ყველაფრისათვის მიჩენილი აქვთ შესაფერისი დრო და ადგილი. არ უყვართ გაუთვალისწინებელი მოვლენები, კონცენტრირდებიან ერთ სამუშაოზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მონოქრონულ ადამიანებს ახასიათებთ კერძო საკუთრების განსაკუთრებული პატივისცემა და ერიდებიან მსესხებლის ან გამსესხებლის როლში ყოფნას.

პოლიქრონული ადამიანებისათვის კი დამახასიათებელია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. მაგალითად პოლიქრონულ კულტურებში მენეჯერის ოფისში დიდი ალბათობით ღიაა კარი, ტელეფონი გამუდმებით რეკავს და ამავდროულად მიმდინარეობს შეხვედრა. პოლიქრონული ადამიანებისათვის პრობლემას არ ქმნის გეგმების ხშირი და მოულოდნელი ცვლა.

გასაკვირი არაა, რომ ხშირად ამ ორი კულტურის ურთიერთმოქმედება შეიძლება იყოს პრობლემატური. მონოქრონული ბიზნესმენი ვერ გაიგებს მუდმივად რატომ წყდება მოლაპარაკება მეორე მხარის ტელეფონის ზარებით ან მასთან მოსული ადამიანების გამო. საბოლოოდ მას უჩნდება კითხვა ხომ არ არის ეს ყველაფერი მისი დამცირებისა და შეურაცჰყოფისაკენ მიმართული? და ბოლოსდაბოლოს როდის დაიწყებენ საქმეზე საუბარს? პოლიქრონული ბიზნესმენი კი ვერ მიხვდება რატომ არის ცალკეული დავალებები მთლიანი ორგამიზაციისაგან გამოყოფილი და დროში გაწერილი. რატომ განიხილება ის როგორც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მისაღწევი შედეგი და არა როგორც ორგანიზაციის საერთო მიზანი; როგორ შეიძლება გააცალკევო სამუშაო საათები და დრო პირადი ურთიერთობებისათვის? მათთვის გაუგებარია როგორ შეიძლება დაუშვა, რომ  გრაფიკმა უარყოფითი გავლენა იქონიოს პირადი ურთიერთობების ხარისხზე.

ანთროპოცენტრისტული და კოსმოცენტრისტული იდეოლოგია

თანამედროვე დასავლური მსოფლმხედველობა ანთროპოცენტრისტულია, ანუ მთლიანად ორიენტირებულია ადამიანზე, აფრიკული და აზიური მსოფლმხედველობა კი კოსმოცენტრულია, ანუ ადამიანი განიხილება როგორც ბუნების განუყოფელი ნაწილი. აზიური კულტურა ევროპულისაგან განსხვავებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ინდივიდუალისტურ კონცეფციას. აზიურ კულტურაში ადამიანი ასრულებს მხოლოდ იმ როლს რომელიც მას საზოგადოებამ განუსაზღვრა.



კოლექტიური და ინდივიდუალური აზროვნების სტილი 

დოქტრინაში ძირითადად გამოყოფენ 2 სახის აზროვნების სტილს: კოლექტიური აზროვნების სტილი (პოპულარულია აზიაში) და ინდივიდუალური აზროვნების სტილი, რომელიც ამერიკულ–ევროპული, დასავლეთის კულტურის ნაწილია.

პირველისათვის დამახასიათებელია პიროვნებისადმი პატივისცემა საზოგადოებაში მისი მდგომარეობის, სქესის, ასაკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ინდივიდუალისტური აზროვნება კი მნიშვნელობას ანიჭებს თვით პიროვნებას და არა მის საზოგადოებრივ მდგომარეობას. აზიაში საუბრის ნართაული სტილი პირდაპირ არასოდეს გამოხატავს მოსაუბრის აზრს, თანამოსაუბრემ სიტყვებს მიღმა უნდა წაიკითხოს რისი თქმა სურდა მეორე მხარეს. აზროვნების ინდივიდუალური სტილის ადამიანები კი ყოველთვის პირდაპირ ამბობენ რისი თქმაც უნდათ. მაგალითად, ოთახში ფანჯრის მიხურვის სურვილს დასავლეთის კულტურის წარმომადგენელი პირდაპირი სახით გამოხატავს სიტყვებით, „თუ შეიძლება დახურეთ ფანჯარა“, მაშინ როდესაც კოლექტიური აზროვნების სტილის ადამიანი სავარაუდოდ იტყვის „თითქოს აცივდა“ და მსმენელს მიანდობს შესაბამისი დასკვნის გაკეთებას. მოლაპარაკებაზე ამ ორი სტილის მოაზროვნის შეხვედრა ალბათობის მაღალი ხარისხით დადებითად არ დამთავრდება. ევროპელი ან ამერიკელი ჩათვლის, რომ მოსაუბრე არასერიოზულია, ვინაიდან ყველფერზე საუბრობს საქმის გარდა, საქმეზე კი მხოლოდ ბუნდოვანი ფორმულირებებით შემოიფარგლება. აზიელს თანამოსაუბრე დიდ ხეპრედ და უზრდელად მოეჩვენება, ვინაიდან მას თავისი აზრების დელიკატური ფორმით გადმოცემა არ ეხერხება. ცხადია, ერთმანეთზე ასეთი წარმოდგენის მქონე ორი პიროვნება წარმატებულ გარიგებას ვერასოდეს დადებს და თუ გარიგება მაინც დაიდო რაღაც ეტაპზე ის მაინც დავისა და უთანხმოებისათვის არის განწირული.

Hofstede da Bond-ის მიერ 50 სახელმწიფოს მასშტაბით ჩატარებულმა მანამდე უპრეცედენტო კვლევამ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოთა მცხოვრებლების მიდგომა მკაცრად ინდივიდუალისტურია (მე), მაშინ, როდესაც აზიის, სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა კოლექტივისტურად აზროვნებს (ჩვენ).



როგორც ვხედავთ განსხვავებები საკმაოდ თვალში საცემი და აშკარაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ კულტურულმა დაყოფამ არ შეიძლება ჩამოგვიყალიბოს სტერეოტიპული შეხედულებები. ადამიანი არ უნდა შევაფასო მხოლოდ მისი ეროვნებისა და კულტურული კუთვნილებიდან გამომდინარე. ყოველთვის იარსებებს აზიელი რომელიც არ არის თავის ტრადიციებზე მიბმული და ამერიკელი რომელიც ჯგუფურ ჰარმონიასა და კონსენსუსს ანიჭებს უპირატესობას ინდივიდუალურ მიღწევებთან მიმართებით. ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან ერთი ქვეყნის შიგნითაც. როგორც ერთი ჩემი ამერიკელი მეგობარი შონა ელისონი ამბობს “You can’t generalize about America, because every state is completely different.” იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც, შეუძლებელია არ შენიშნო რამდენად თავისებურია საქართველოს თითოეულ რეგიონში მცხოვრები ხალხი. როგორ განსხვავდება მთისა და ბარის ტრადიციები, ღირებულებები და კონკრეტული მოვლენის შეფასებები.

აღნიშნულთან დაკავშირებით მახსენდება ორი ისტორია, რომელიც რომელიღაც ტრენინგზე მოვისმინე: ევროპულ ქვეყანაში ბიზნეს მოლაპარაკებების ჩასატარებლად ჩასულები იყვნენ არაბები, მათ მეორე მხარის დანახვისთანავე დატოვეს შეხვედრის ადგილი ისე რომ მოლაპარაკება არც დაწყებულა. ამის მიზეზეი კი ის გახლდათ, რომ დამხვედრი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ქალი. რაც შეეხება მეორე ისტორიას, ისიც არაბებთან არის დაკავშირებული. ბიზნეს მოლაპარაკების შემდეგ გასამართი ვახშმის დამგეგმავი ჯგუფს ვერგადაეწყვიტა გამასპინძლებოდნენ თუ არა არაბ ბიზნესმენებს ღვინით, რადგანაც მუსულმანური რელიგია ალკოჰოლური სასმელის მიღებას კრძალავს, თუმცა არ იყვნენ დარწმუნებულები რამდენად მკაცრად იცავდნენ ბიზნესმენები მათ ტადიციებსა და რელიგიას. საბოლოოდ ვახშმის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ღვინო სათითაოდ კი არ ჩამოესხათ არამედ ცალკე მაგიდაზე დაედოთ და სტუმრებს თავად გადაეწყვიტათ მივიდოდნენ თუ არა მის დასაგემოვნებლად. ვახშამზე არაბ ბიზნესმენთა ნაწილმა ღვინო მიირთვა, ნაწილმა კი თავი შეიკავა თავისი რელიგიური წესების დაცვიდან გამომდინარე.

ამ ორი ისტორიიდან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ არ უნდა განვაზოგადოთ გარკვეული კულტურული მახასიათებლები. პირველ შემთხვევაში არაბები იმდენად მიბმული იყვნენ თავიანთ ტრადიციებს, რომ ამის გამო ჩაშალეს მნიშვნელოვანი ბიზნეს მოლაპარაკება. მეორე შემთხვევაში, კი იმავე ეროვნების ბიზნესმენთა ნაწილი არ ჩაჯდა მათგან მოსალოდნელ სტერეოტიპულ ჩარჩოში. ამიტომაც მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ მეორე მხარის კულტურასა და რელიგიას, რათა სწორად წარვმართოთ მოლაპარაკების პროცესი, თუმცა ამავე დროს მხარეს სიფრთხილეც მართებს, იმისათვის, რომ არ შეიქმნას წინასწარი სტერეოტიპული წარმოდგენები.

დაბოლოს მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი განსხვავებისა, რელიგიური, ეთნიკური, კულტურული თუ ენობრივი სხვაობისა,  გარკვეულ სიტუაციებში ეს განსხვავებები უკანა პლანზე იწევს და კომუნიკაცია ადამიანებს შორის მარტივდება მინდა დავასრულო ერთი შესანიშნავი გამოთქმით: We need no language to laugh.


აქვე იხილეთ საინტერესო TED talk კულტურული განსხვავებების შესახებ:

http://www.youtube.com/watch?v=cVqDQ7mA2nM



რუსუდან ოთიაშვილი








ეფექტური კომუნიკაცია


   კომუნიკაცია, ერთი შეხედვით ძალზე მარტივ სიტყვად გვეჩვენება, რომელსაც ყველასთვის გასაგები მნიშვნელობა აქვს. სანამ აღნიშნული სიტყვის მნიშვნელობას ღრმად გავეცნობოდი, მქონდა განცდა, თითქოსდა იოლ მოვლენასთან მქონდა საქმე... თუმცაღა ვცდებოდი.
   ვფიქრობ, სწორედ კომუნიკაციაა ის საშუალება, რომლის საფუძველზეც ხდება სხვადასხვა სახის დავებისა თუ კომფლიქტების მოგვარება და სასურველი შედეგის მიღება.
    საერთოდაც, სწორად წრმართული კომუნიკაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ადამიანი  სოციალური არსებაა. რომელსაც ყოველდღიურად უამრავი კონტაქტის დამყარება  უხდება.  ატომაც კომუნიკაციის ეფექტურ წარმართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც ის გვიმრტივებს ცხოვრებას, გვაძლევს სასურველ შედეგს და ა.შ.
    
         კომუნიკაცია, ეს არის მინიმუმ ორ ადამიანს შორის ინფორმაციის გაცვლა, რომელსაც 
ყოველთვის გააჩნია გარკეული მიზანი. სწორედ ამ მიზნის მისაღებადაა აუცილებელი ცოტა რამ მაინც ვიცოდეთ ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, ანუ როგორ გავცეთ ისე ინფორმაცია, რომ მისმა  მიმღებმა მხარემ  ზუსტად გაიგოს რა იგულისხმა ინფორმაციის გამცემმა. აქვე უნდააღინიშნოს ისიც, რომ თითქმის არასოდეს  არ ხდება მიმღების მიერ ინორმაციის მთელი სიზუსტით აღქმა.


     
კომუნიკაცია მეტად რთული ოვლენაა, რომელიც მოიცავს ინფორმციის გადცემას,  მის მიღებასა და მიღებულ ინფორმციაზე რეაგირების ეტაპებს.
   ინფორმაციის გადცემა ხდება როგორც ენის საშუალებით, ასევე სიტყვების გარეშეც. ინფორმაციის მიღება  მარტივი არაა და საჭიროებს მიმღებისაგან ყურადღების მიქცევას, მოსმენას  და ინფორმაცის გაგებას- შინაარსის წვდომას. კომუნიკაციის პროცესი არ სრულდება მხოლოდ ინფომაციის გაცვლით,ამ ყველაფერს მოყვება მიმღების რეაგირების ეტაპიც.
                                                                                                                                                                                                                                                                                                      არსებობს  ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია. განვიხილოთ თითოეული მათგანი.                                                                                                                                                                         
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                ვერბალური კომუნიაცია:      

    
   
  ვერბალური კომუნიკაცია ენის საშუალებით ხდება,   ამიტომაც მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გახილვა როგორიცაა  განსხვავებული ემოციური დატვირთვის მქონე სიტყების გამოყენება, მათი კონკრეტულობის განსხვავებული ხარისხი და ინფორმაციის არაპირდაპირი ხასიათი.  
   იმისათვის,რომ თაიდან იქნას აცილებული ვერბალური კომუნიკაციის დროს გარკვეული პრობლემები,პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს,რომს აუბრის მიზანია მიმღებმა სწორად გაიგოს კომუნიკატორის შეტყობინება.   ძირითადად,პრობლემების წარმოშობის 2 მიზეზი არსებობს. ესენია: 1. არასწორად საუბარი ან 2. არასწორი მოსმენა.
    როდესაც ჩვენ ვართ მსმენელი და გვსურს მოწოდებული ინფორმაციის სწორად აღქმა, სიძნელეებს თავიდან აგვაცილებს აქტიური მოსმენის თექნიკა,რაც გულისხმბს პარტნიორზე მაქსიმალურ ორიენტირებას.
    ხოლო რაც შეეხება კომუნიკატორის პოზიციას,მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი :

_        1) აუცილებელია არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში ინფორმაციის შევსების ტენდენცია,რაც გულისხმობს მაქსიმალურად ამომწურავად საუბარს თემაზე, იმისათვის რომ მსმენელმა გარკვეული დასკვნები არ გააკეთოს.
_        2)ჭარბი ინფორმაციის პირობებში ინფორმაციის სელექცია (შერჩევა), ანუ კონკრეტულ საკითხზე კონკრეტული საუბარი;
_       3) გასათვალისწინებელია,რომ მსმენელი ყველაზე უკეთესად იმახსოვრებს ტექსტის დასაწყისსა და ბოლო ნაწილს;
_      4)  სასაურველია, თუ ბოლოში ნათქვამს ქცევაში გადასვლის ტენდენცია ექნება, ამიტომაც კარგი იქნება თუ ბოლოში განემრტება კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს;
_       5) დაძაბულობა ხელს უშლის ინფორმაციის სწორად აღქმას;
_        6)სტრუქტურულად აწყობილი მოკლე მარტივი წინადადებებიზრდის ინფორმაციის გაგების ხარისხს;
_        7)მნიშვნელოვანია მთავარი სათქმელის ხაზგასმა და გამოყოფა;
_      8)  მაგალითების მოყვანა ტექსტის გაგებას აიოლებს;
_        9) არაა სასურვლი საუბრის თემიდან გდხვევა, რადგანაც ეს მსმენელს აბნევს;
   დიდი მნიშვენობა აქვს კითხვების სწორად შერჩევას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                     
აქტიური მოსმენის ტექნიკა


არასწრი მოსმენის შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც მოსაუბრეებს არ ესმით ერთმანეთის,გადაცემუი და მიღებული ინფორმაცია არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს კი იწვევს უკმაყოფილებას, გაუგებრობას, დაძაბულობას, ხშრად-კონფლიქტს,არც თუ ისე იშვიათდ - ურთიერთობის გაწყვეტას. აქიური მოსმენის ხელოვნება დადებითდ მოქმედებს თანამოსაუბრეებზე, ქმნის კრგ შთაბეჭდილებას და აადვილებს ინფორმაციის მიღებას. აქიური მოსმენა იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მოსმენისგან, რომ შესაძლებელია მოსაუბრის აზრების მიმართვა  საჭირო მიმართულებით მსმენელის მიერ.
  აქტირი მოსმენისას მიმღები კომუნიკაციის შინაარსის წვდომას თვით კომუნიკატორის თვალსაზრისისა და მისი განზრახვის გათვალისწინების საშუალებით ახორციელებს.
  აქტიური მოსმენა რომ ეფექტური აღმოჩნდეს, უნდა გვახსოვდეს შემდეგი ელემენტები:
_       -- მხედველობითი კონტაქტი;
_        --მოსმენა (არ ვაწყვეტინებთ საუბარს);
_        --თნხმება: შსატყვისი შორისდებულებისა დაარავერბალური სიგნალების გამოყენება;
_        --წახალისება;
_        --ამეორება-პერიფრაზი;
_       -- დაზუსტება-დამაზუსტებელი კითხვები;
_       -- შეამება/რეზიუმე;

_       -- მსმენელის როლიდან კომუნიკატორის როლზე შეუფერხებლად გადასვლა


აქტიური მოსმენისას აუცილებელი კომუნიკატორი ფლობდეს შეკითხვის დასმის ტექნიკას. კითხვის დასმის მიზანი ხომ ინფორმაციის მოპოვებაა. თანაც ნათქვამია, რომ სწორედ ის მართავს სიტუაციას,ვინ შეკითხვებს სვამს.  შეკითხვის დასმა უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას. კითხვაზე ადამიანის ბუნებრივი რეაქცია არის პსუხის გაცემა, რაც ავტომატურად და გაუცნობიერებლად ხდება.
   შეკითხვა 2 ნწილისგან შედგება, შინარისისა და ფორმისაგან. უმთავრესი შეკითხვის ფორმაა, რგდნაც შინაარსის შენიღბვა ფორმითგვაძლევს საშუალებას დავსვატ ჩვენთვის სასურველი შინაარსის შეკითხვა ადრესატისგან სასურველი ემოციის მიღებისთვის.   

არავერბალური კომუნიკაცია


ადამიანთა ერთობლივი ცხოვრებისა და აქტივობის აუცილებელ პრობას კომუნიკაცია წარმოადგენს, რომელიც ხორციელდება მეტყველების ანუ ვერბალური დაარავერბალური საშუალებების გამოყენებით. კვლევის თანახმად ინფორმაციის 65%-ზე მეტი ურთიერთობის არავერბალურ საშუალბებზე მოდის და მხოლოდ არაუმეტეს 35% ვერბალურ ურთიერთობაზე. „სხეულის ენა“, არის „ფარული ენა“, რომელიც ახლავ ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ არსებობს ნათქვამი სიტყვისგან დამოუკიდებლად დაგვაწვდისინფორმაციას ადამიანის პიროვნული თვისებების, მდგომარეობის შესახებ: ემოცია, გუნება-განწყობა, მოტივაცია, აზროვნების სტილი, თემპერამენტი და ა.შ. „სხეულის ენის“ განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს,რომ მისი გამოვლენა ქვეცნობიერი იმპულსებით არის განპირობებული, რისი გაყალბებაც უფრო რთულია, ვიდრე ვერბალური საშუალებების და ამდენადაც უფრო სანდო ინფორმაციას გვაწვდის.
_        არავერბალური კომუნიკაცია შეიძლება ავსებდეს ვერბალურ კომუნიკაციას;
_        არავერბალური ქცევები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ვერბალურ შეტყობინებე;
_        არავერბალური ქცევები შეიძლება ცვლიდნენ ვერბალურ შეტყობინებებს;
_          არავერბალური ქცევები ვერბალური კომუნიკაციის იყოსმარეგულირებელი ელემენტიშეიძლება.
  არავერბალური სიგნალების გამმოყენებით შჶსაძლებელია  მსმენელთა კეთილგანწყობის მოპოვება, ნდობისა და სიმპატიის აღძვრა, რაც გაცემული ინფორმაციისადმი მოქალაქეთა მიმღეობასა და ღიაობის წაახალისებს და პატივისცემას მოგვაპოვებინებს.
   არავერბალური სიგნალების ცოდნა კი დაგვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებაში.მსმენელთა არავერბალურ სიგნალებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ და დავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კონფლიქტები და დავები.
 არავერბალური სიგნალების ტიპებია:
_        პოზა;
_        მიმიკა;
_        ჟესტიკულაცია;
_        დისტანცია;
_        ინტონაცია.
  ახლა განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა სხეულის ენის განმატებასთან დაკავშირებით.


 ყველაზე გავრცელებული ჟესტია ხელების გადაჯვარედინება მკერდთანეს ჟესტი შეიძლება მეტყველებდეს ადამიანის შებოჭილობაზედაძაბულობაზეთუ მოსაუბრეს ხელები გადაჯვარედინებული აქვს და თან ოდნავ უკან არის გადახრილიამ შემთხვევაში ის ქმნის ქვეცნობიერ ბარიერს თქვნს შორისთუმცა რა თქმა უნდა შეიძლება უბრალოდ ხელებს ითბობდესამიტომ დააკვირდით სახის გამომეტყველებასაცასევე სრულიად შესაძლებელიამას თქვენ კი არასაუბრის თემა აღიზიანებდეს და ამ ჟესტით იცავდეს ქვეცნობიერად თავს
   ცხვირთნ ან ტუჩებთან თითის მიტანა: როცა ადამიანი გაუცნობიერებლად ეხება ცხვირს.აწვალებს ყურის ბიბილოს, ეს შეიძლება ტყულისლის მიანიშნებელი იუოს. თუ საუბრიბთ და ის გისმენთ,მაშინ მას ეჭვი ეპარება თქვენს ნაამბობში. ტყუილისას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსაუბრის თვალებს. მოტყუების დროს მას უჭირს თვალის გასწორება და შესანიღბად გადააქვს მზერა ან იფშვნეტს თლებს.
   როდესაც ადამიანი ქვედა ტუჩს ან ნიკაპს ეხება, ეს ნიშნავს , რომ ის გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. 
    როგორ გამოვიცნოთ მოწყენილია თუ არა ჩვენი ტანამოსაუბრე. ეს ყველაზე ადვილია, რადგან ძელია მოწყენილობის დამალვა და ქვეცნობიერი მარტივად გაგვცემს. ამ დროს ადამანი იფხანს თვს, ამთქნარებ, მზერა გადააქვს, ისწორებს ტანსაცმელს, ამ იცილება არარსებულ მტვერს. თუ მაგიდაზეც თითებს აკაკუნებს, ეს მოუთმენლობის მანიშნებელია და შესაძლოა მას ერთი სული აქვს როდის მორჩება მეორემხარე საუბარს.
    რაც შეეხება მხედველობით კონტაქტს, არსებობს რამდენიმე ფორმა:

  1. სოციალური გამოხედვა-- მოსაუბრეს უყურებენ სახეზე, ცხვირზე, შუბლზე, ტუჩებზე;
  2. საქმიანი გამოხედვა-- ამ დროს მოსაუბრეს უყურებენ თვალებში ან შუბლზე;
  3. ინტიმური გამოხედვა-- ამ დროს მოსაუბრეს უყურებენ ტუჩებზე, თვაებში, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. სოციალური გამოხედვისგან განსხვავებით, ამ დროს გუგები გაფართოებულია.
   
   დასკვნა: ადამიანთა შორის კომუნიკაცია--- ეს ამოუწურავი თემაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რათა თავიდან იქნას აცილებული  კონფლი჻ტები. ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში გვეხმარება მარტივად გდვთრათ წარმოშობილი პრობლემები დავეის არსებობისას და მივიღოთ სასურველი შედეგი. ანუ კომუნიკაციის დროს ვერბალური თუ არავერბალური  „ხრიკების“ ცოდნა არის მოლაპარაკების დროს მიზნის მიღწევის საწინდარიs. 



გამოყენებული ლიტერატურა: 
·         --ინტერპესრონალური ფსიქოლოგია-ნანა სუმბაძე,  თამარ მახარაძე, თბილისი, 2010 წელი;
·        -- კოგნიტური ფსიქოლოგია, აღქმა ყურადღება, მეხსიერება-  მზია წერეთელი; სალექციო კურსი, 2012 წელი;
·      ---   შესავალი ფსიქოლოგიაში- ფლიპ ზიმბარდო.

სტატიის ავტორი: ანა აღლაძე